სინოპტიკური განყოფილება

სინოპტიკური განყოფილების ძირითად სამუშაო პროცესი წარმოადგენს ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე დაკვირვებას და პროგნოზირებას,რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო თავდაცვის, ეკონომიკური დარგების და სხვა ორგანიზაციების მუშაობას.

პროგნოზირება ხდება, სისტემატიური დღე-ღამური დაკვირვებით ბუნებრივ მოვლენებზე, მათ შორის საშიში ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების წარმოქმნის, მათი გავრცელების არეალის დადგენას.  სინოპტიკური რუქების დამუშავებით და სადგურებიდან მიღებული ფაქტიური ამინდის მონაცემების საფუძველზე დგინდება არამარტო ფაქტიური, არამედ გრძელვადიანი (არაუმეტეს 3 დღიანი) პროგნოზი, რომლის მოწოდება ხორციელდება შესაბამის სამსახურზე; პორტის მორიგე კაპიტანზე, პორტის სადისპეჩეროზე, საკოორდინაციო ცენტრზე, მართვის ცენტრზე, საზღვაო კონტროლზე, სანაპირო დაცვაზე, ყულევის პორტზე, სუფსის ტერმინალზე, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

ჩვენი სამსახურის ფაქტიური მონაცემების მიღება მოცემულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ავტომატური სადგურებიდან ხდება, (მისი შეძენა განხორციელდა ესპანეთის ,,ხმელთაშუა ზღვის ნიშნების"-MSM სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის საშუალებით 2012 წლის დასაწყისში) რომელიც შედგება:  მეტეოსადგურისა და ჰიდროტივტივისაგან, ისინი ახორციელებენ მონაცემებს  შემდეგ პარამეტრზე:

- ხმელეთზე ქარის მიმართულება და სიჩქარე;    
- ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა;                      
- ატმოსფერული წნევა;
- ნალექების აღრიცხვა და ხილვადობის განსაზღვრა;
- ზღვაზე ტალღების სიმაღლე, მიმართულება და სიჩქარე;
- წყლის ტემპერატურის და მარილიანობის განსაზღვრა;
- დინების მიმართულება და სიჩქარე;

ორივე სადგურიდან ინფორმაცია გროვდება მომხმარებლის სადგურში, რომელიც ამუშავებს, ახარისხებს და ახდენს მონაცემთა დაარქივებას კომპიუტერში.ამ პროგრამის საშუალებით დგინდება სწორი ფაქტიური მონაცემები ამინდის შესახებ.

- რეგულარული მეთვალყურეობა ამინდზე არსებული საშუალებით (ბარომეტრი, ბაროგრაფი, მეტეოროლოგიური
  რუქები, ადილობრივი სადგურის მონაცემები და სხვა მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემები, ასევე სხვა
  საშუალებები;
- ამინდის პროგნოზირება და საშტორმო გაფრთხილებების წარმოება, ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობისთვის
  პორტებში ადამიანისა და ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით.
- მეტეოროლოგიური მოვლენების აღრიცხვა.
- მონაცემთა ბაზის წარმოება-არქივირება.