ნაოსნობის რეჟიმი და უსაფრთხო ნაოსნობა საქართველოში

ჰიდროგრაფიის სამსახური აქტუალურად მონაწილეობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ნაოსნობის რეჟიმი და უსაფრთხო ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
"ჩვენი სამსახურის მიერ მოკვლეულ იქნა ბათუმის საღუზე წერტილები და მათი უსაფრთხოება ,ასევე მოკვლეულ იქნა საზღვაო რაიონები და მათი განთავსების სიზუსტეები.ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიერ შეტანილ იქნა კორექტირებები, რომლებიც გადაეგზავნა იმ ორგანიზაციებს,რომელიც პასუხისმგებელნი არიან ამა თუ იმ რაიონზე.აღნიშნული საკითხები ეხმარება მეზღვაურებს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ საქართველოს ტერიტორიაზე ნაოსნობისას,განაცხადა ჰიდროგრაფიული კვლევის კორექციისა და კარტოგრაფიის განყოფილების უფროსმა პაატა ფაჩულიამ.