შეტყობინება

ამ წლის 22 აგვისტოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის სამხრეთ ბასეინში, ნაოსნობისთვის საშიში ადგილების მოსანიშნავად, ჩვენს მიერ განთავსდა მცურავი სანავიგაციო ნიშნები, კერძოდ სპეც.დანიშნულების ყვითელი შეფერილობის საზღვაო სარყე(ვეხა) - 3 ერთეული (მათ შორის ერთი მანათობელი); განთავსების ადგილები:

1. №15 ნავმისადგომთან ამოშვერილი მეტალის ხამინჯებთან.

2. სამხრეთ მოლთან, ჩაძირულ გემ "ბაგრატიონთან".

3.სამხრეთ მოლთან, ჩაძირულ გემთან.