საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური IDFI სპეციალური სიგელით დააჯილდოვა
17.02.2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ანგარიშის პრეზენტაცია გამართა და საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები გამოავლინა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს გადაეცა IDFI –ს სპეციალური სიგელი ,,2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ". ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰიდროგრაფიული სამსახური იმ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შორის მოხვდა, რომლებმაც შეინარჩუნეს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის უმაღლესი ხარისხი და 2012 –2013 წლების მსგავსად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%–იანი მაჩვენებელი აჩვენეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პირველი ჯილდო ჰიდროგრაფიულ სამსახურს 2013 წელს გადმოსცა.