საქართველოში ,,NAVTEX
03.02.2015

საქართველო ახლო მომავალში გეგმავს NAVTEX-ის სიტემის დანერგვას, რაც  უზრუნველყოფს გემებისათვის   საზღვაო შეტყობინებებისა და გაფრთხილებების ოპერატიულ მიწოდებას. 

წელიწადზე მეტია რაც მიმდინარეობს ამ სისტემის მწარმოებელი ქარხნების პროდუქციის შესწავლა,  ამ მიზნით  სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს  2014 წლის დეკემბერში ეწვივნენ ნორვეგიული ფირმა ,,ARLO MARITIME“–ის , ხოლო 2015 წლის იანვარში დანიური ფირმა ,,DANPHONE“-ის ექსპერტები, რომლებმაც მოახდინეს თავიანთი პროდუქციის პრეზენტაცია და შეიმუშავეს რეკომენდაციები.

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ NAVTEX-ის სისტემის დანერგვა საქართველოში ნაოსნობის უსაფრთხოებას კიდევ უფრო მაღალ რანგში აიყვანს.