საქართველოს სოლიდარობის ფონდმა მხარდაჭერისათვის ჰიდროგრაფიული სამსახური დააჯილდოვა,
20.01.2015

2015 წლის 18 იანვარს საქართელოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილმა სოლიდარობის ფონდმა   2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმბოლური დაჯილდოვების ცერემონია გამართა, სადაც საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური სხვა წამყვან სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფონდის საქმიანობაში თანამშრომელთა 100%–იანი შემადგენლობით ჩართულობისათვის დაჯილდოვდა სოლიდარობის ფონდის მადლობის სერთიფიკატით და სიმბოლური ჯილდოთი. ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ სოლიდარობის ფონდმა არსებობის 7 თვის მანძილზე საზოგადოების , სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების დონაციის საშუალებით მობილიზება გაუკეთა მილიონ შვიდასი ათას ლარს, რისი მეშვეობითაც მოხერხდა 58 ბავშვის მკურნალობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა და საზოგადოების მიერ გაღებული ყოველი თეთრი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხმარდება. სოლიდარობის ფონდში გაერთიანებულია 240 სახელმწიფო უწყება და დაახლოებით 40 000 საჯარო მოხელე, თითოეულ მათგანს ფონდისათვის გაწეული მხარდაჭერისათვის საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად გადაუხადა მადლობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. სოლიდარობის ფონდის საქმიანობა არამარტო მწვავე დაავადებების მკურნალობასა და მძიმე სოციალური პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, აგრეთვე ის ავითარებს ქვეყანაში სამოქალაქო სოლიდარობას და კერძო და სახეწლმწიფო უწყებების ურთიერთთანამშრომლობას და ორგანიზაციების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ენთუზიაზმით აგრძელებს თანამშრომლობას ფონდთან და გეგმავს დონაციის გაზრდას.სოლიდარობითა და თანადგომით ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმეები.