დაიწყო მუშაობა 2014 წლის 15 იანვრის N57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
14.01.2015

2015 წლის 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა გამართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის უფროსი, ნავსადგურის კაპიტანი ვახტანგ თავბერიძე, გემების მოძრაობის მართვის სისტემის (VTS) ტექნიკური მენეჯერი პაველ ზაბალოცკი,სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე I სამმართველოს (ფოთი) უფროსი,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეორე რანგის კაპიტანი იური პოგორელსკი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს (ფოთი) მცურავი საშუალებების სამსახურის უფროსი,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მესამე რანგის კაპიტანი გიორგი ლომიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე I სამმართველოს (ფოთი) რეგიონალური მართვის განყოფილების უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეორე რანგის კაპიტანი პაატა ბიგვავა. შეხვედრაზე განიხილეს საკითხი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N57 დადგენილებაში ,,საქართელოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. მხარეებმა იმსჯელეს ზღვის აკვატორიაში კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორიის საზღვრების დადგენასა და მათ კოორდინატებში აღწერაზე, წრიული მოძრაობის რაიონზე განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის წოდების მინიჭებაზე, მცურავი საზღვაო სანავიგაციო ნიშნების ცვლილებასა და ნაღმსაშიში ზონების ტერიტორიული ცვლილების თაობაზე. განხილული საკითხების დამუშავების შემდეგ შეიქმნება სპეციალური სქემები, რომლებიც 2014 წლის 15 იანვრის N57 დადგენილებაში ცვლილების სახით შესატანად წარედგინება მთავრობას.