ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საქართველოს წყლებში უცხო ქვეყნის საზღვაო სანავიგაციო ნიშანი აღმოაჩინა
13.01.2015

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საქართველოს საზღვაო წყლებში აღმოაჩინა უცხო ქვეყნის კუთვნილი სპეციალური დანიშნულების საზღვაო სანავიგაციო ნიშანი ე. წ. ქერქეჭელა, რომელიც სავარაუდოდ ძლიერი შტორმის შედეგად მოწყდა დანიშნულების ადგილს და გამოირიყა ქობულეთის ტრავერსზე. ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა აღნიშნული ქერქეჭელას ზღვიდან ამოტანა, რადგან თავისუფლად, დანიშნულების უმისოდ მოდრეიფე სანავიგაციო ნიშანი უსაფრთხო ნაოსნობისათვის საშიშროებას ქმნიდა.

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა  გამოიჩინა კეთილი ნების ჟესტი  და აცნობა მეზობელი ქვეყნების ჰიდროგრაფიულ სამსახურებს აღნიშნული  ფაქტის შესახებ.