საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საახალწლო ქველმოქმედება
08.01.2015

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროსა და მასში შემავალ სხვა უწყებებთან ერთობლივად შობა–ახალი წელი მიულოცა ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ გამოვლენილ შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს.

ასევე,  საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ჩვეულებისამებრ მოინახულა და შობა –ახალი წელი მიულოცა ქალაქ ფოთის ,,ბავშვთა ცენტრი"–ს მზრუნველობა მოკლებულ პატარებს.