საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ხარისხის მართვის (ISO) სერთიფიკატი მიიღო.
22.12.2014

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საეთაშორისო სტანდარტის ხარისხის  (ISO 9001:2008) მართვის სერთიფიკატი მოიპოვა. სერთიფიცირებისათვის საჭირო პროცედურა სამსახურმა მოკლე ხანში გაიარა, ვინაიდან იგი თავისი საქმიანობით, მართვისა და ტექნიკის ხარისხით აკმაყოფილებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მოდელს. ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა ჩვენი სამსახურის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, მის ჩარჩოში მოქცევა მოახდენს სამსახურის ეფექტურობისა და განვითარების ხელშეწყობას. ხარისხის მართვის სერთიფიკატის მოპოვება მხოლოდ დასაწყისია, აუცილებელია მუშაობა მისი შემდგომი შენარჩუნებისათვის. მოგეხსენებათ საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის წევრია და ასევე თანამშრომლობს სხვა და სხვა საერთაშორისო ორგნიზაციებთან, ამდენად ISO ხარისხის მართვის სერთიფიკატის მოპოვება საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ვინაიდან ISO სტანდარტიზაცია ნიშმნავს საერთშორისო აღიარებასა და ნდობას.