ჰიდროგრაფიული სამსახური კვლავ ჩართულია ქველმოქმედებაში
18.11.2014

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის კოლექტივი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში.  ამჯერად მათ მონაწილეობა მიიღეს ქ. ფოთის ,,ბავშვთა    ცენტრი“–ს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების  მიერ  გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილ სალიტერატურო საღამოზე, რომლის დასასრულს  პატარებს  გადაეცათ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელთა პირადი სახსრებით შეძენილი საჩუქრები.