საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური სართაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO)–ს კონფერენციაზე
21.10.2014

2014 წლის 6–დან 10 ოქტომბრის ჩათვლით მონაკოს  სახელმწიფოში გაიმართა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ექსტრაორდინალური მე–5 კონფერენცია, სადაც საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური მოწვეული იყო საერთშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსით. კონფერენცია გახსნა მონაკოს პრინცმა ალბერტ II,  რომელიც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტია.  კონფერენციას  ესწრბოდა 296 დელეგატი 77 ქვეყნიდან, ასევე ჰიდროგრაფიულიი ტექნოლოგიების მწარმოებლები.

ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე განიხილებოდა  მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები,  აგრეთვე საზღვაო–სანავიგაციო რუკების წარმოებასა და ხომალდებისათვის მათი მიწოდების უზრუნველყოფის, დაუფარავი რაიონების ბათიმეტრული შესწავლისა და მოპოვებული ინფორმაციის ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებული  თემები და უსაფრთხო  ნაოსნობის საკითხები.

ბოლო წლებში ჰიდროგრაფიულ სფეროში აქტიურობისათვის საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ზემოხსენებულ კონფერენციაზე (IHO)–ს დირექტორის მუსტაფა იფტესის მიერ სიმბოლურად გადაეცა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მედალიონი.

ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური  (IHO)–ში გაწევრიანების ფინალურ სტადიაზე იმყოფება. (IHO)–ს ხელმძღვანელობის განმარტებით საქართველომ ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან მიიღო  (IHO) –ში  გაწევრიანებისათვის საკმარისი რაოდენობის ხმები. დარჩენილია მხოლოდ ორი ქვეყანა, რომელიც გადის დიპლომატიური არხებით შესაბამის პროცედურებს ამ საკითხთან დაკავშირებით.  აქედან გამომდინარე საქართველო უმოკლეს ვადაში გახდება საერთაშორისო  ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.

 

საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახური IHO-ს საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე