საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური კვლავ ლიდერობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით
01.10.2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ფონდ ,,ღია საზოგადოება–საქართველო“–ს მხარდაჭერით ჩატარებულ იქნა კვლევები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესასწავლად  სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ–ებში. კვლევის შედეგად გამოქვეყნდა 2013–2014 წლების ანგარიში, რომლის თანახმად ერთ–ერთი მაღალი მაჩვენებლით  გამოირჩევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები, რომელთა შორის საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ინარჩუნებს 100% –იან მაჩვენებელს.