‘’საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური’’ IHO -ში გაწევრიანების ფინალურ სტადიაშია
08.08.2014

დღის წესრიგში აქტიურად დგას საკითხი IHO (საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია) – ში გაწევრიანების შესახებ. თითქმის ერთსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია ნაციონალურ ჰიდროგრაფიულ სამსახურებთან მჭიდრო და მუდმივ კავშირებს ამყარებს, რაც უტყუარი გარანტიაა იმისა, რომ IHO - ში გაწევრიანებით, ჩვენს სამსახურს უფრო სწრაფი ტემპით განვითარებისა და უსაფრთხო ნაოსნობის კუთხით საერთაშორისო მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესაძლებლობა მიეცემა. 
აღსანიშნავია , რომ ბოლო დროს IHO –სთან ურთიერთობებმა კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობა შეიძინა, რაც იმაში გამოიხატა, რომ 2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საჭირო 52 ხმიდან – 47 ხმა მიიღო.
ვიმედოვნებთ, რომ აქტიური საგარეო ურთიერთობები ჩვენი სამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციაში ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.