ანაკლიის მეტეო მონაცემები და მეტეო პროგრამა
04.08.2014

‘’საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახური’’-ს სინოპტიკური განყოფილების მიერ შემუშავებულ იქნა ანაკლიის მეტეოროლოგიური მონაცემების სტატისტიკური ანალიზი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა სტატისტიკური ბაზა, რათა განისაზღვროს  ანაკლიის ტემპერატურის საშუალო წლიური მაჩვენებელი, გაბატონებული მიმართულების ქარების განმეორებადობისა და ნალექიანი დღეების მონაცემების მაჩვენებლები.

ვინაიდან ანაკლიაში არ არის საზღვაო მეტეო ტივტივა, გასული წლის ძლიერღელვიანი დღეების რაოდენობის მონაცემთა ბაზა  ფოთის ზღვის მეტეო მონაცემების საფუძველზე შეიქმნა. რაც შეეხება ზღვიური დინებების მაჩვენებლებს,წლების განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა მათი განმსაზღვრელი მიმართულებები ანაკლიის სანაპირო ზოლში.

მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს ანაკლიის  რეგიონის მეტეოროლოგიური მდგომარეობის  ანალიზსა და ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე პორტებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.