მცურავი სანავიგაციო ნიშნების ახლით ჩანაცვლება
01.08.2014

ჩვენი სამსახური აგრძელებს საქართველოს პორტებსა და მისასვლელ არხებში განთავსებული ამორტიზირებული მცურავი სანავიგაციო ნიშნების ახლით ჩანაცვლებას, რომლებზეც განთავსდება ‘’IALA’’ – ს სტანდარტის მანათობლები.

სანავიგაციო ნიშნები აღჭურვილია GPRS მონიტორინგის სისტემით, რომლის საშუალებითაც დისტანციურად ხდება ნიშნების მდგომარეობის, მათი საშტატო ადგილებში ყოფნისა და მანათობლების გამართულად ფუნქციონირების გაკონტროლება. GPRS მონიტორინგული სისტემა ასევე განთავსდა ბათუმის პორტის შესასვლელ არხში არსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშანზე.