ნაპირსამაგრი სამუშაოები ანაკლიის სანაპირო ზოლზე
30.07.2014

ა/წლის 30 ივლისს ‘’საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური’’ ანაკლიის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვდა სს ‘’ჰიდროსაინჟინრო კომპანია’’-ს.

ჰიდროლოგიური კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის განყოფილების ჯგუფი ადგილზე გაეცნო ნაპირსამაგრი სამუშაოების გეგმას. საზღვაო ინციდენტებისგან თავის არიდებისა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ‘’ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური’’- მცურავი სანავიგაციო ნიშნებით შემოსაზღვრავს სამუშაოების წამოების რაიონს.