ქალაქ ფოთში მდებარე შუქურა ტურისტულ მარშუტში შევიდა
09.07.2012

ქალაქ ფოთის, საზღვაო შუქურა 150 წლის წინ ლონდონში დამზადდა და ის ქალაქში გემით ჩამოიტანეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, წელს მას პირველად ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ფოთის შუქურაზე სამომავლოდ საზღვაო მუზეუმის განთავსებაა დაგეგმილი რაც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ფოთში გამართულ პრეზენტაციას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე დაესწრნენ.