ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის სტუმრობა ჰიდროგრაფიაში
30.06.2014

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს სამუშაო ფორმატში ეწვია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია მიქელაძე და ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე. დათვალიერებული იქნა ბათუმისა და ფოთის ინფრასტრუქტურა, სანავიგაციო ნიშნების მდგომარეობა და შემოწმებული იქნა მცურავი საშუალებების გამართულობა. შეხვედრისას განხილულ იქნა განვლილ პერიოდში სამსახურის შედეგები და დასახული იქნა სამომავლო გეგმები.