პროგრამა სოციალურად დაუცველი ბავშებისათვის
30.06.2014

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურმა  თანამშრომელთა პირადი სახსრებით ქ.ფოთში სოციალურად დაუცველ ბავშვებს კულტურულ გასართობი ღონისძიება მოუწყო, ბავშვები მიწვეულები იყვნენ ქ.ბათუმში Mcdonald-ში, დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი და დაესწრნენ დელფინების შოუს. სამსახური მომავალში კვლავ განაგრძობს ანალოგიური ღონისძიებების განხორციელებას.