BASWG-12(მუშა ჯგუფის შეხვედრა)
05.06.2014

ამა წლის 3–4 ივნისს ქ. ბათუმში გაიმართა შავი და აზოვი ზღვების მუშა ჯგუფის შეხვედრა (BASWG12).   რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთის, ბულგარეთის რუმინეთის და უკრაინის ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელები, თანხმლებ პირებთან ერთად. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) დირექტორი ვიცე ადმირალი მუსტაფა იპტეს-ი.

განხილულ იქნა შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით, ჰიდროგრაფიული მომსახურების საკითხებში ურთიერთანამშრომლობა და კოორდინაცია, საზღვაო სანაოსნო რუქების ზონების ლიმიტაცია და ბათიმეტრიული მონაცემების გაცვლის საკითხები. ასევე განხილულ იქნა, შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების ინფორმაციის (MSI) გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით, გასატარებელ  ღონისძიებათა პროექტი, რომელიც ახლო მომავალში დაინერგება საქართველოში,საზღვაო ინციდენტების შემთხვევაში (უბედური შემთხვევებისას) და ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ზღვაზე გლობალური კავშირის სისტემის ფარგლებში.