საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ექსპერტების ვიზიტი.
25.04.2014

ამაწლის 22 აპრილს ჰიდროგრაფიულ სამსახურის ტექნიკური ვიზიტით ეწვივნენ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ექსპერტები: ეშრიფ გუნსეი(თურქეთის წარმომადგენელი) და იური სმირნოვი(უკრაინის წარმომადგენელი).

 სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნენ 2010 წელს მოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას , განხილულ იქნა სამომავლო გეგმები. მათ ასევე გაცნობითი ხასიათის ვიზიტი განახორციელეს ფოთისა და ბათუმის პორტებში და შეხვდნენ საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას.

  ტექნიკური ვიზიტის შედეგები და ახალი რეკომენდაციები ახლო მომავალში დასკვნის სახით, გადმოეცემა საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურს.