მრავალსხივიანი ექოლოტი Seabat7125
03.07.2012

2011 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ, შეძენილ იქნა მსოფლიოში ლიდერი, საზღვაო ტექნოლოგიების მწარმოებელი დანიური კომპანია "Resson"-საგან ზღვის კვლევის ხელსაწყო მრავალსხივიანი ექოლოტი Seabat 7125, რომელიც იძლევა საშუალებას ზღვის 500  მეტრის სიღრმეზე, როგორც ბათიმეტრიული კვლევის ჩატარებას, ასევე მოიკვლიოს და გააკონტროლოს წყავქვეშ განლაგებულ მილ-სადენების ადგილმდებარეობა და გარკვეულ წილად გააკონტროლოს მისი უსაფრთხოება. ამავე ხელსაწყოს საშუალებით ხდება ზღვაში  ჩაძირული გემების და სხვა მყარი უძრავი და მოძრავი ობიექტების მოძიება-აღმოჩენა და მათი აღრიცხვა, საზღვაო სანავიგაციო რუქებსა და სხვა პუბლიკაციებში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ნაოსნობის უსაფრთხოებას.
დანიური სპეციალისტების  მიერ, ხელსაწყოს ათვისების მიზნით ჩატარდა  პერსონალის მომზადება.