PRIMAR-ის წევრების მორიგი შეხვედრა პოლონეთში
04.12.2013

 

მიმდინარე წლის 20–21 ნოემბერს, პოლონეთში, რეგიონალურ ელექტრონულ–სანავიგაციო რუკათა დისტრიბუტორი კომპანიისა (PRIMAR) და ელექტრონულ რუკათა ცენტრის (ENC) მე–20 საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ბრიტანეთის სადისტრიბუციო კომპანია (ICENC) და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ჰიდროლოგიური კვლევის ინჟინერი გიორგი ქართველიშვილი.
ვიზიტისას განხილულ იქნა PRIMAR-ის ფინანსური საკითხები,დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტი და ასევე შემოღებულ იქნა ახალი ფინანსური ხელშეკრულება,რომელიც ითვალისწინებს PRIMAR-ის მიერ რეალიზებული რუკებიდან როიალიტის მიღებას.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარდგენილ იქნა კიდევ ერთი ელექტრონული რუკა,რომელიც გაყიდვაში გაიშვება გლობალური ელექტრონული ქსელით.