ჰიდროგრაფიული სამსახურის დელეგაცია უკრაინაში
19.11.2013

მიმდინარე წლის 6–9 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დელეგაცია ოფიციალური მიწვევით უკრაინის სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში იმყოფებოდა.როგორც ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობამ აღნიშნა,მათ უკრაინელ კოლეგებთან გაიარეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული კონსულტაციები,რომელიც მომავალში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული და დანერგილი საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში, მუშაობის გაუმჯობესობის მიზნით.