ჰიდროგრაფიულ სამსახურში თანამშრომლები კვალიფიკაციის დონეს იმაღლებენ
14.11.2013

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.სწორედ ამ მიმართულებით ჰიდროგრაფიულ სამსახურში ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები,თანამშრომლები გადიან ტრენინგებს,ესწრებიან კონფერენციებს და ასევე ხდება თითოეული მათგანის მივლინება პროფესიულ სასწავლებლებში ამა თუ იმ საჭირო სპეციალობის უკეთ დაუფლების მიზნით.