საქართველოს სანაპირო ზოლში ძლიერი შტორმი აღინიშნა
21.10.2013

 19 ოქტომბერს,საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ძლიერი შტორმი აღინიშნა ,რომელიც 6–7 ბალს შორის მერყეობდა.
ფოთში,ნაბადის უბანში, სანაპიროზე გამორიყულ იქნა მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი "SMAT", რომელიც სარკინიგზო ვაგონებით იყო დატვირთული. მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაფრთხილებულ იქნა ნაოსნობის სფეროში დასაქმებული შესაბამისი სამსახურები.ამ ეტაპზე მიმდინარეობს შტორმის შედეგად დაზიანებული და ასევე საშტატო კოორდინატებიდან გადაადგილებული სანავიგაციო ნიშნების აღდგენითი სამუშაოები და მათი საშტატო ადგილებზე დაბრუნება.