ხმელთაშუა და შავი ზღვის ჰიდროგრაფიული კომისიის მე–18 კონფერენცია
09.10.2013

  25 სექტემბერს, თურქეთში, ხმელთაშუა და შავი ზღვის ჰიდროგრაფიული კომისიის მე–18 კონფერენცია გაიმართა (MBSHC 18), რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის ოცდაექვსი ქვეყნის წარმომადგენელი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები: (IHO), (IMO), UNESCO. 
კონფერენციაზე საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მუშაობის შედეგები შეტანილ იქნა ,როგორც IHO-ს ასევე IMO-ს აუდიტის ანგარიშებში. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოში კონფერენციის ჩატარების შესახებ.ასევე დაკომპლექტდა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც მომავალ წელს ტექნიკური ვიზიტით ჩამოვლენ საქართველოში.