ჰიდროგრაფია ტრასეკას პროექტში
26.09.2013

16 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობა ტრასეკას (TRACECA) პროექტის ექსპერტს სტეფან ასშუერს (Stephan Assheuer) შეხვდა.ექსპერტმა ანალიზი გაუკეთა ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობას ტრასეკას პროექტში.ის გაეცნო სამსახურში არსებულ მდგომარეობას და მისი განვითარების პერსპექტივებით დაინტერესდა.მან აღნიშნა,რომ ჰიდროგრაფიული სამსახური აბსოლიტურად უზრუნველყოფს ნაოსნობის უსაფრთხოებას აღნიშნულ რეგიონში,რის შესახებაც ახლო მომავალში აუდიტორულ დასკვნას გააკეთებს.