ჰიდროგრაფიულ სამსახურს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ჯილდო გადაეცა
16.09.2013

12 სექტემბერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ ღონისძიებაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ნფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. დაწესებულებების გამოვლენა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა–www opendate.ge– ფარგლებში მოხდა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს გადაეცა სპეციალური ჯილდო "2012–2013 წწ.საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭვირვალე საქმიანობისათვის".