საზღვაო ინციდენტი
10.08.2013

2013 წლის 8 აგვისტოს, დილის საათებში, ფოთის პორტიდან გამსვლელი გემი "ვოლგობალტი–214",რომელიც ბასსეტერრეს ქვეყნის დროშით ცურავდა ,პორტის შემოსასვლელ არხში განთავსებულ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის კუთვნილსანავიგაციო ნიშანს, "მიმღებ ქერქეჭელას"შეეჯახა. შეჯახების შედეგად სანავიგაციო ნიშანმა მიიღო დაზიანება და ის აღდგენას არ ექვემდებარება.ზარალის ანაზღაურების მიზნით, ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის, ასევე სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად გემი შეჩერებულ იქნა პორტის რეიდზე ზარალის სრულ ანაზღაურებამდე.