ფოთის შუქურა
30.07.2013

ფოთის შუქურა ერთ–ერთი იმ შენობათაგანია, რომელიც მე–19 საუკუნიდან ამშვენებს ფოთის ზღვისპირა ქალაქს. ის არამარტო სტრატეგიული ობიექტია, არამედ წარმოადგენს საინტერესო არქიტექტორულ კომპოზიციას.
2013 წელს მას არსებობიდან 149 წელი შეუსრულდა. იგი არის თუჯის კოშკი, რომელიც შეკვეთილი იყო ინგლისში 1860 წელს. 1862 წელს ჩამოსხმულ იქნა ნაწილ–ნაწილ ინგლისური ფირმა "ეხტონ ამოს და შვილების" ინჯინერ–მექანიკოსების მიერ,ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 1864 წელს. შუქურის შემადგენელი კონსტრუქციები ლონდონიდან ტრანსპორტირებულ იქნა შავი ზღვის პორტში ოდესაში, იმავე წელს ოდესიდან სამხედრო გემით "ბომბორი", მაშინდელი თურქეთის იმპერიაში შემავალ პორტ ბათუმში, იქიდან კი კომერციული თბომავლით ჩამოიტანეს ქალაქ ფოთში.
განვითარებისა და სრულყოფის მანძილზე შუქურამ დიდი გზა განვლო, მისი ბოლო გადაიარაღება მოხდა 1967 წელს.
კოშკურას,რომელსაც წაჭრილი კონუსის ფორმა აქვს აწყობილია ცალკეული თუჯის ფილებისაგან,რომელიც ერთმანეთზეა აკინძული ქანჩებით.მისი სიმაღლე ფუძიდან სახურავის ჩათვლით 39,8 მ–ია.
2011 წლის ზაფხულში ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა მისი რესტავრაცია–რეკონსტრუქცია,შეიძინა დამატებითი ფუნქციები. დღეს მას უამრავი ვიზიტორი ყავს.
კოშკურის სიმაღლიდან იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც გადაჰყურებს მთელს ქალაქს.