ჰიდროგრაფიულ სამსახურში საზღვაო სანავიგაციო რუქები შეიქმნა
22.07.2013

ჰიდროგრაფიის სამსახურში მიმდინარეობს საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის ტრადიციული რუქების აღდგენა-განახლება მათ შორის ახალი რუქების შექმნა. ჰიდროგრაფიული კვლევის კარტოგრაფიისა და კორექციის განყოფილების უფროსის პაატა ფაჩულიას თქმით, შეიქმნა არაერთი სხვადასხვა მაშტაბის საზღვაო სანავიგაციო რუქები,რომლებიც უკვე მოხმარებაშია და გამოიყენება მეზღვაურების მიერ. 
" კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოება მოითხოვს საკმაოდ შრომატევად სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას სტანდარტული და მსოფლიოში აკრედიტებული პროგრამებით,მათ შორის მრავალი პროგრამა უკვე გააჩნია ჰიდროგრაფიულ სამსახურს,რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს (როგორიცაა IHO , IMO და ა.შ )
მიუხედავად იმისა,რომ გაგვაჩნია ძვირადღირებული პროგრამები,ვსაჭიროებთ კვლავ შევიძინოთ სხვა პროგრამები,რომლებიც ხელს შეუწყობს საზღვაო კარტოგრაფიის განვითარებას თანამედროვე დონეზე"-განაცხადა პაატა ფაჩულიამ.