შავი და აზოვის ზღვის მუშა ჯგუფის მე-XI შეხვედრა მონაკოში
03.07.2013

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი და კარტოგრაფიისა და ჰიდროგრაფიული კვლევის განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ მონაკოში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შავი და აზოვის ზღვებზე უსაფრთხო ნავიგაციის მუშა ჯგუფის შეხვედრაზე. ვიზიტისას განხილულ იქნა საკითხები საქართველოს საზღვაო სივრცეში ზონების ლიმიტაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო რუქების ინტერნაციონალური(INT) კოდით გამოცემის თაობაზე და ასევე სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის გაწევრიანებასთან საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციაში.