საქართველოს როლი საზღვაო ნავიგაციის განვითარებაში
28.11.2012

2012 წლის 23 ნოემბერს ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ, წარმოებული ელექტრო-სანავიგაციო რუქები(ENC) ხელმისაწვდომი გახდა PRIMAR-ის მეშვეობით მსოფლიო მაშტაბით, ნებისმიერი დაინტერესებული პირისა თუ კომპანიისათვის.

  შავი ზღვა  მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის  მნიშვნელოვანი ზონაა, საჭირო არის მასზედ მოძრავი გემების უსაფრთხო ნავიგაცია. ამ შეთანხმებით კიდევ ერთი ცარიელი უჯრა დაიფარა შავი ზღვის და გაიზარდა უსაფრთხო ნავიგაცია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. PRIMAR ENC-ი წარმოადგენს რეგიონალურ ელექტრო-სანავიგაციო რუქების დისტრიბუტორს, დღეიდან საქართველოც წარმოადგენს PRIMAR-ის სრულ-უფლებიან წევრს და მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ საკითხების გადაჭრასა თუ მხარდაჭერაზე, რომელიც დაკავშირებულია  ელექტრო-სანავიგაციო რუქების წარმოებასა და გავრცელებაზე GEOREP(საქართველოს საპასუხისმგებლო ზონაში მოხსენებათა სისტემა) ზონაში.

 თავის მხრივ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური პასუხისმგებელია თავის წარმოებულ  ელექტრონული სანავიგაციო რუქების სისწორესა და გამართულობაში

.