ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა სარფის სანავიგაციო ნიშნზე სამუშაოები განახორციელა
01.04.2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო [ ჰიდროგრაფიული სამსახურის“ სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის აჭარის მონაკვეთის ჯგუფმა სარფში გემებისათვის საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ორიენტირებისათვის განლაგებულ სანავიგაციო ნიშანზე სარემონტო სამუშაოები განახორციელა და ძველი მოდიფიკაციის ფარანი ჩაანაცვლა თანამედროვე ოპტიკურ – დიოდური სანავიგაციო ფარნით, რომელიც მცურავ საშუალებებს საზღვრის კვეთის დროს გაუმარტივებს ორიენტირებას.