ჰიდროგრაფიული სამსახური აწარმოებს სამუშაოებს გეგმიურ და არაგეგმიურ –ფორსმაჟორულ შემთხვევებში
30.03.2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ღონისძიებების გატარებას როგორც გეგმიურ ასევე არაგეგმიურ–ფორსმაჟორულ შემთხვევებში. ამჯერად, ჰიდროგრაფიული სამსახურის სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა ყულევის პორტის აკვატორიაში შტორმის შედეგად მოწყვეტილი და ნაპირზე გამორიყული მცურავი საშუალების ტექნიკური მომსახურება. ხოლო ნავიგაციური საჭიროებიდან გამომდინარე ყულევის არხის ჩრდილოეთ მხარეს განთავსებული იქნა დროებითი მანიშნებელი.