ჰიდროგრაფიულ სამსახურში კვალიფიკაციის ასამაღლებელი შიდა ტრეინინგები მიმდინარეობს
22.03.2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სინოპტიკური განყოფილების მომზადებისა და ტექნიკური სწავლების პროცედურის ფარგლებში თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ინსტრუქტაჟი და კომპეტენტურობის შესამოწმებელი ტესტირება ჩაუტარდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იქნა სინოპტიკოსების მიერ გაცემული პროგნოზების გამართლებადობის პროცენტულ მაჩვენებელზე და ხარისხზე. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჰიდროგრაფიულ სამსახურში კადრების კვალიფიცირებისა და ხარისხის  უზრუნველყოფის მიზნით პერმანენტულად მიმდინარეობს.