ჰიდროგრაფიული სამსახური ახალი გეოდეზური აპარატურით აღიჭურვა
18.03.2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ საერთაშორისო სტანდარტებით სერთიფიცირებული , მაღალი ტექნოლოგიური ტაქეომეტრითა და მასზე ინტეგრირებული GNSS მიმღებით (TS11 & GS08 GE ) აღიჭურვა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ობიექტის ადგილმდებარეობის 3 განზომილებიან სივრცეში განსაზღვრა, ასევე ობიექტებს შორის მანძილის, კუთხეების მიმართულებებისა და სხვა კოორდინატების უმოკლეს ვადაში სანტიმეტრული სიზუსტით დადგენა. აღნიშნული აპარატურა ფუნქციონალურად მეტად პროდუქტიულია სამსახურში არსებულ ანალოგიურ გეოდეზურ ხელსაწყოებთან შედარებით, ის იძლევა ზუსტ მონაცემებს სანაპირო ზოლის მყარი (რეფერენცირებული) წერტილებიდან და ასევე აქვს უნარი თვად შექმნას მყარი წერტილი, რაც ტექნიკურ პერსონალს რუკების შექმნაზე მუშაობის პროცესს გაუადვილებს.