საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური IALA–ში გაწევრიანებიბისთვის ემზადება
02.03.2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაცია (IALA)–ში გაწევრიანების ბოლო ფაზაზე იმყოფება. IALA (International Association of Lighthouse Authorities) აპოლიტიკური უწყებაა, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყანაnaa გაწევრიანებული. საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO)- მხარდაჭერით IALA-მ შეიმუშავა მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში უსაფრთხოების სტანდარტი, ასევე საზღვაო დახმარებებისა და უსაფრთხო ნავიგაციის რეგულაციები და სტანდარტები, რომლის მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ზღვაზე დახმარებებისა და საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელობენ. ასოციაცია ახორციელებს მსოფლიო ექსპერტთა მიერ თავისი წევრი ქვეყნების საზღვაო ნავიგაციის სპეციალისტების გადამზადებას და ტრენირებას, ასევე უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების საზღვაო ნავიგაციაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეზღვაურთათვის ნაოსნობის ხარისხის გასაუმჯობესებელი მეთოდებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებას სპეციალური გამოცემებისა და რეკომენდაციების საშუალებით, რომლებიც მუდმივ განახლებად რეჟმშია. ამდენად, განვითარების ამ ეტაპზე მყოფი საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სმასახურისათვის მეტად მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული ასოციაციის წევრობა. საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახური საზღვაო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად აქტიურად ხელმძღვანელობს IALA–ს სტანდარტებითა და რეგულაციებით. ერთ წელზე მეტია რაც სამსახური ეტაპობრივად გადის ასოციაციაში გაწევრიანების ყველა მოთხოვნებს. გაწევრიანების საბოლოო პროცედურამდე აუციელებელია განხორციელდეს ჰიდროგრაფიული სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი და ოფიციალური ხელმოწერა IALA–ს შტაბ ბინაში , საფრანგეთში.