ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ახალი სანავიგაციო რუკა გამოსცა
23.02.2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ ახალი საზღვაო სნავიგაციო რუკა GE 102 (მასშტაბი 1:50000) გამოსცა, რომელიც მოიცავს აკვატორიას მდინარე სუფსიდან მდინარე ჭოროხის ჩათვლით, ასევე ბათუმის პორტის ნავმისადგომებს. ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის განყოფილების ჯგუფი 6 თვის მანძილზე აწარმოებდა ზემოაღნიშნული აკვატორიის ბათიმეტრულ კვლევას და სანაპირო ზოლის გეოდეზურ აზომვით სამუშაოებს, რომლის საფუძველზე შეიქმნა ახალი საზღვაო–სანავიგაციო რუკა. განახლებული რუკა (GE 102 მასშტაბი 1:50000) მეტად ხელსაყრელი იქნება მეზღვაურებისათვის ნაოსნობის უსაფრთხოების კუთხით, ვინაიდან იგი შეიცავს ზუსტ ინფორმაციას ნაოსნობის რეკომენდირებულ მარშუტებსა და მოძრაობის დადგენილ წესებზე, ასევე იძლევა თევზის რეწვისა და ზღვაზე განსახორციელებელი სხვა პროექტების უსაფრთხოებისა და ინცინდენტებისაგან თავის არიდების საშუალებას. აღსანიშნავია , რომ აღნიშნული მონაცემების შემცველი რუკა მანამდე არ არსებობდა.