ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია
04.01.2016

2015 წლის 30 დეკემბერს საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ ეკონომიკისსამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც სამინისტროს ყველა უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა. მინისტრმა ვრცელი და საინტერესო მოხსენება წარმოადგინა სამინისტროს უწყებების მიერ წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებისა და მიღწევების შესახებ, ხოლო ღონისძიების დასასრულს წარმატებული ორგანიზაციები და თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სსიპ ,,საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საზღვაო გაფრთხილებების ნავიგაციური ტელექსის –„NAVTEX”–ის პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მინისტრმა სიგელით დააჯილდოვა, ხოლო ჰიდროგრაფიული სამსახურის 2015 წლის ყველაზე წარმატებულ თანამშრომლად მთავარი ბუღალტერი – ნანა გადახაბაძე დასახელდა, რომელსაც მინისტრმა მადლობის სიგელი გადასცა.