ჰიდროგრაფიული სამსახური ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანებულ სანავიგაციო ნიშნების აღდგენაზე მუშაობს
16.11.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“–ს სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ჯგუფები ოპერატიულად ახდენენ 6 დღიანი ძლიერი შტორმის (6-7 ბალი) შედეგად დაზიანებული მცურავი სანავიგაციო ნიშნების აღდგენას, რათა ამინდის გაუმჯობესებისთანავე საქართველოს პორტებმა შეუფერხებლად მიიღონ გემები და მოახდინონ სატვირთო ოპერაციების განხორციელება.