ჰიდროგრაფიული სამასახური საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ტრენინგზე
27.10.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ ნავიგაციური ტელექსის (NAVTEX)-ის რადიო-ტექნიკური საშუალებების ოპერატორმა ქ. სტამბულში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) მიერ ორგანიზებულ (MSI COURSE) (ინფორმაცია საზღვაო უსაფრთხოებაზე) ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს გაწევრიანება საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციაში მეტად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კუთხითაც, რადგან სამსახური, რომელიც საქართველოში ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად თანამედროვე სისტემებსა და ტექნოლოგიებს ნერგავს შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების საქართველოში არ არსებობის გამო კადრების დეფიციტს განიცდის, თანამშრომელთა მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას უცხოეთის ტრენინგ ცენტრებში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მხარდაჭერით ახდენს. აღსანიშნავია, რომ უკვე მეორედ, საერთაშორისო ჰიდროგრაფიულომა ორგანიზაციამ სრული დაფინანსებით დაატრენინგა საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელი. ახლო მომავალში ორგანიზაცია კვლავ გეგმავს უზრუნველყოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალის სხვადასხვა მიმართულებით მომზადება.