გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჰიდროგრაფიულ სამსახურში
08.10.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ მიერ ტალღმტეხის მისანიშნებლად ანაკლიაში განთავსებული იქნა სამი ერთეული მცურავი სანავიგაციო საშუალება (სარყე). აგრეთვე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა ფოთის პორტის აკვატორიაში, ჰიდროგრაფიული სამსახურის სანავიგაციო ნიშნების ტექ.მომსახურებისა და მონიტორინგის განყოფილებამ სინოპტიკურ განყოფილებასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით მოხსნა მეტეო ქერქეჭელა, რომლის დამუშავება და აღდგენითი სამუშაოები ჰიდროგრაფიული სამსახურის ბაზაზე განხორციელდა, რის შემდეგ აღნიშნული სანავიგაციო ნიშანი დაუბრუნდა ლოკაციის ადგილს.