საქართველოს ჰიდროგრაფიულმა სამსახურში სინოპტიკოსთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ტარდება
01.10.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ–სემინარები მიმდინარეობს. უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლვითი ჯგუფის მეცნიერ–მუშაკები ერთი კვირის განმავლობაში სინოპტიკური განყოფილების პერსონალს უტარებენ ტრენინგ –სემინარებს , რომლის ფარგლებში განიხილება პროგნოზირების ახალ პროგრამაზე გადასვლა, რაც ჰიდროგრაფიულ სამსახურის ამინდის პროგნოზირების გამართლებადობის პროცენტულ მაჩვენებელს გაზრდის. ტრენინგის თემატიკაა: 1. ამინდის პროგნოზის ციფრული მოდელების შექმნის გეოგრაფია: პროგნოზირების წამყვანი ცენტრები და კონსორციუმები. თანამედროვე გლობალური და რეგიონული მოდელების საექსპლუატაციო მახასიათებლები და მუშაობის სპეციფიკა. 2. საპროგნოზე მონაცემების გამოყენება ოპერატიულ პრაქტიკაში. 3. ობიექტური ანალიზის მონაცემების გამოყენება ამინდის პროგნოზის გამოთვლის მეთოდებში. 4. ამინდის პროგნოზის ამოცანებში ატმოსფეროს დინამიკური მახასიათებლების გამოყენება. 5. გეოსტაციონარული თანამგზავრების Meteosat Second Generation (MSG) მრავალარხიანი მონაცემების გამოყენება , არხების დახასიათება და მათი გამოყენების სფერო. კომპოზიტური გამოსახულებების გამოყენება მეტეოროლოგიური მოვლენების ევოლუციის მონიტორინგისთვის. 6. კონვექციური არასტაბილურობის მახასიათებლები და ინდექსები და მათი გამოყენება ოპერატიულ პრაქტიკაში. 7. საავდრო ღრუბლების, გაყინვის და ტურბულენტობის შეთანხმებული პროგნოზების გამოყენება ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემაში (WAFS). 8. ინჟინერ-მეტეოროლოგის ქმედებების ალგორითმის მოდელირება კონვექციური საქმიანობის პირობებში პროგრამული უზრუნველყოფის Forecast Laboratory 2015 გამოყენებით. 9. ლივლივის პროგნოზი საქართველოს პორტებში. 10. ზღვის დონე. საქართველოს პორტების აკვატორიის წყლებში. წყლის დონის ცლვალებადობა 11. ზღვაში შტორმული ღელვის პროგნოზი.