საქართველომ დიდ ბრიტანეთში ჰიდროგრაფიული კვლევების კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა
21.09.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სააქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“–ს ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის განყოფილების თანამშრომლებმა დიდი ბრიტანეთის ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ ორგანიზებულ რიგით მე–7 საერთშორისო კონფერენციაზე <> მიიღეს მონაწილეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ფლიმუთის უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენციის თემა მსოფლიოს ჰიდროგრაფიული სამასახურების საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას და თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიებით მოპოვებული კვლევების საშუალებით მონაცემების ერთმანეთთან შედარებას და მათზე დაკვირბვებას წარმოადგენდა. კონფერენციაზე გამოვლენილი იქნა ბათიმეტრიული კვლევების მწარმოებელი ყველაზე ოპტიმალური საშუალებების ათეული, რომლის მიხედვით საქართველოს ჰიდროგრაფიული სამასახურის კუთვნილი TELEDYNE RESON -ის მიერ წარმოებული მრავალსხივიანი ექოლოტი (SEABAT 7125) თავისი ტექნიკური მახასიათებლებით კომპანია KONGSBERG –ის წარმოებულ ტექნიკასთან ერთად ინაწილებს პირველ და მეორე ადგილებს. კონფერენციის ფარგლებში ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიებმა გამართეს ე.წ. ვორქშოფები და პრეზენტაციები, სადაც ქართველ ჰიდროგრაფებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ახალ ტენდენციებსა და მიღწევებს მსოფლიო ჰიდროგრაფიაში. აღნიშნულ კონფერენციაზე დასწრება და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების მუშაობის პრაქტიკაში გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ჰიდროგრაფიული განვითარებისათვის.