კატამარანი SURVEY 'გაგრა"
07.09.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ’’საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ერთადერთია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე, ახალი კატამარანით, რომელიც სპეციალური დაკვეთით დიდ ბრიტანეთში , ლონდონში დამზადდა. საქართველოში SURVEY კატამარანს მიენიჭა სახელწოდება “GAGRA” . ის გამოირჩევა სტაბილურობითა და ტალღების მიმართ განსაკუთრებული მდგრადობით. კატამარანი მანევრირებს როგორც დაბალ, ასევე ღრმა წყლებში. ტექნიკური მახასიათებლები : ორი ძრავა (HONDA) თითო 100 ცხენის ძალის სიმძლავრით, მაქსიმალური სიგრძე –8,20 მ, მაქსიმალური სიგანე –2,70მ, ბორტის სიმაღლე –1,70 მ, ქარის სიმძლავრე – 6 ბალი, ნაპირიდან მოშორება –22224 მ, ტალღებზე მდგრადობა 5 ბალამდე კატამარან SURVEY “GAGRA”–ზე დამონტჟებულია დანიური კომპანია TELEDYNE RESON-ის მიერ წარმოებული ახალი მრავალსხივიანი ექოლოტი, რომელიც ჰიდროგრაფიული კვლევებისათვის საჭირო ყველა ულტრათანამედროვე ტექნიკურ მახასიათებლებს ფლობს. აღნიშნული დანადგარის ინსტალირება და კალიბრაცია მოახდინა TELEDYNE RESON–ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ჰიდროგრაფიული სამსახურის სპეციალისტებს აღნიშნულ აპარატურასთან მუშაობის ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, რის შემდეგ ჰიდროგრაფები სისტემატურად ატარებენ ჰიდროგრაფიულ კვლევებს, ბათიმეტრიულ სამუშაოებს, ზღვის შელფის სკანირებას, რელიეფის ფორმის აღქმას, ფსკერზე ჩაძირული გემებისა და ნარჩენების იდენტიფიცირებას რომლებიც საფრთხეს უქმნიან უსაფრთხო ნაოსნობას, აგრეთვე 500 მეტრ სიღრმეზე ნებისმიერი წერტილის ვიზუალიზაციას 3D ფორმატში. ექოლოტს გააჩნია ასევე მილსადენის აღქმისა და მეტალოდეტექტორის ფუნქცია. თანამედროვე აღჭურვილობის მქონე კატამარანი იძლევა უახლესი ტექნოლოგიებით უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფის საშუალებას.