ჰიდროგრაფიული სამსახური სეზონურ პროფილაქტიკური სამუშაოებს აწარმოებს
24.08.2015

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე განთავსებულ სახმელეთო სახაზე სანავიგაციო ნიშანზე ჩაატარა პროფილაქტიკური და სამღებრო–აღდგენით სამუშაოები. ამავე ნიშანზე, უახლოეს დღეებში განთავსდება IALA-ს სტანდარტების დიოდურ–ოპტიკური ფარნები, რომელთა გამოკრთომის მანძილი აღემატება 6 საზღვაო მილს. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდა აგრეთვე ყულევის პორტის აკვატორიაში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე.