საზღვაო ხელსაწო
10.09.2012

2012 წლის 5 მარტს, ქ. ფოთში სანაპირო ზოლში, ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა მოტივტივე საზღვაო ხელსაწყო ე. წ. „კრანეცი“ (მოწყობილობა რომელიც გამოიყენება დიდი წყალწყვის გემების მიერ, ერთმანეთზე ტვირთის გადატანის დროს).ვინაიდან ხელსაწყო ზღვის მიერ შემოტანილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, უსაფრთხოების მიზნით მოწვეულ გამნაღმველების ჯგუფთან ერთად იგი იქნა შემოწმებული, რის შემდეგ ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ მოხდა ხელსაწყოს ნაპირზე ამოტანა. სავარაუდოდ ხელსაწყო მოწყვეტილია ერთ-ერთი გემიდან, ძლიერი ღელვის დროს.